სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

წინანდალში მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებულების მდგომარეობა მძიმეა

წუხელ მომხდარი ავარიის შედეგად დაშავებული ორი კაცის მდგომარეობა მძიმეა. ისინი თელავის რეფერალურ საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაში რჩებიან.

შემთხვევა თელავის მუნიციპალიტეტის სოფელ წინანდალში მოხდა. მსუბუქი ავტომობილი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა ჯერ ელექტროგადამცემ ბოძს, შემდეგ კი ბუნებრივი აირის მილს დაეჯახა.

წინასწარი ინფორმაციით, მძღოლი ალკოჰოლური ზემოქმედების ქვეშ იმყოფებოდა და ავარიის მიზეზი გადაჭარბებული სიჩქარე გახდა.

გამოძიება 276- ე მუხლის პირველი ნაწილით დაიწყო , რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100