სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მაშველები ფოთში, მდინარე რიონში 16 წლის მოზარდს ამ დრომდე ეძებენ

მაშველებმა ფოთში მდინარე რიონში 16 წლის მოზარდის სამძებრო სამუშაოები დილიდან განაახლეს.

შემთხვევა გუშინ საღამოს მოხდა. თვითმხილველების თქმით, მე-10 კლასის მოსწავლე ხიდის მოაჯირზე გადაადგილდებოდა, რა დროსაც ფეხი დაუცდა და მდინარეში გადავარდა.

15 საათია, რაც მაშველები მდინარე რიონში მოზარდის ცხედარს ეძებენ. ძებნის ოპერაციაში ჩართულია სასაზღვრო პოლიციის სპეციალური ტექნიკა. წყლის ქვეშ სამძებრო სამუშაოები სპეციალური აპარატურით მიმდინარეობს.

„სურათებს იღებდნენ და გადავარდა. გუშინდლის მერე ეძებენ, ყველაფერს აკეთებენ, რომ იპოვონ“ - ამბობს ადგილობრივი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100