სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დღეს პატრიარქი მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს შეხვდება

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი, ილია მეორეს მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაციის წევრებს საპატრიარქოში დღეს, 12:00 საათზე მიიღებს.

მსოფლიო საპატრიარქოს დელეგაცია საქართველოს გუშინ ეწვია. დელეგაციას საფრანგეთის მიტროპოლიტი ემანუელი ხელმძღვანელობს.

როგორც საპატრიარქოში აცხადებენ, შეხვედრის მიზანი უკრაინის ეკლესიის საკითხზე პოზიციების გაცნობაა.

„შეხვედრის მიზანია პოზიციების გაცნობა მოძმე ეკლესიებისათვის. მიტროპოლიტი მხოლოდ ჩვენთან არ ჩამოსულა, ისინი სხვადასხვა ადგილობრივ მართლმადიდებლურ ეკლესიებში დადიან და ეკლესიების ლიდერებს თავიანთი გადაწყვეტილებების მართებულობას აცნობენ, ისევე, როგორც მოსკოვის ეკლესიების წარმომადგენლები“ – განაცხადა მამა მიქაელ ბოტკოველმა.

უკრაინის ეკლესიის ავტოკეფალიის დამადასტურებელ ტომოსს მსოფლიო პატრიარქმა ბართლომეოსმა ხელი 5 იანვარს მოაწერა. მსოფლიო პატრიარქმა მართლმადიდებელ ეკლესიებს უკრაინის ავტოკეფალიის მხარდაჭერისკენ მოუწოდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100