სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ავარია წყნეთში - ავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა

ავარია მოხდა წყნეთის გზაზე - ავტობუსი დაღმართზე დაგორდა, გზის სავალი ნაწილიდან გადავარდა და ხეს დაეჯახა.

შემთხვევის დროს შვიდი ადამიანი დაშავდა, რომლებიც ამ წუთებში საავადმყოფოში არიან გადაყვანილი. ერთ-ერთის მდგომარეობა მძიმეა, დანარჩენ ექვსს კი სხეულის სხვადასხვა მსუბუქი დაზიანება აღენიშნება.

შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 276-ე პირველი ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო საშუალების უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება გამოიწვია.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100