სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სამსუნგი გირჩევთ, შეიძინოთ სმარტფონი მხოლოდ სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით

სამსუნგი საქართველოში სმარტფონებისთვის სამსუნგის ოფიციალურ ჰოლოგრამას იყენებს, რომელიც კიდევ უფრო მეტად არის ადაპტირებული საქართველოს ბაზრისთვის.

მასზე არსებული წარწერები ქართულ ენაზეა (ოფიციალური Samsung საქართველოსთვის), ხოლო ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი. ჰოლოგრამა სმარტფონის ყუთის წინა მხარეს არის განთავსებული. სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით მარტივად განასხვავებთ ოფიციალურ პროდუქტს არაოფიციალურისგან.

სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის შეძენისას თქვენ გაქვთ ოფიციალური გარანტია და ავტორიზებული სერვისცენტრის მომსახურება. სამსუნგის ტექნიკოსები მუდმივად გადიან სწავლებებს და მხოლოდ მათ აქვთ წვდომა ორიგინალ ნაწილებზე. ასევე, ისეთ სისტემურ პროგრამებზე, რომელთა გარეშეც, საჭიროების შემთხვევაში, ბევრი პროგრამული შეცდომის მოგვარება, უბრალოდ, შეუძლებელია. ავტორიზებულ სერვისცენტრში მიმართვისას მომხმარებელი სრულად არის დაცული მეორადი და არაორიგინალი ნაწილების გამოყენებისგან.

სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს.

სამსუნგ ელექტრონიქსის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან: ალტაოექი, არაი-სმაილი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი და, ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

ოფიციალური სერვისცენტრები საქართველოში: ტექნოსერვისი, ტექპოინტი და ელიტ სერვისი თბილისში, ხოლო სერვის ექსპრესი - ბათუმსა და ქუთაისში.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100