სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ისანში CO-თი ინტოქსიკაცია ღია კამერიანმა აკრძალულმა წყალგამაცხელებელმა გამოიწვია

დღეს, 17 თებერვალს, „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ ცხელ ხაზზე ისნის რაიონიდან შეტყობინება შევიდა - ერთ-ერთ საცხოვრებელ ბინაში მცხოვრები ქალი შეუძლოდ გახდა.

კომპანიის ადგილზე მისულმა სპეციალისტებმა ბინის შემოწმებისას აბაზანაში კუსტარულად დამონტაჟებული ღია წვის კამერიანი აკრძალული წყალგამაცხელებელი აღმოაჩინეს. ბინაში მცხოვრები ქალბატონი აბაზანაში ყოფნისას, სავარაუდოდ, CO-თი მოიწამლა. „ყაზტრანსგაზ-თბილისის“ სპეციალისტებმა სახიფათო ღია კამერიანი წყალგამაცხელებელი გაზის ქსელიდან ჩახსნეს და მეპატრონე კატეგორიულად გააფრთხილეს, რომ აღნიშნული წყლის გამაცხელებლის მოხმარება სიცოცხლისთვის საშიშია.

„ყაზტრანსგაზ-თბილისი“ გაფრთხილებთ, ნუ გარისკავთ საკუთარი ან სხვისი სიცოცხლით. უარი თქვით ღია წვის კამერიანი წყალგამაცხელებლებისა და გაზგამათბობლების მოხმარებაზე. ასევე, სიფრთხილე გამოიჩინეთ ქარიან ამინდში გაზის დანადგარებთან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100