ინგლისელი მსახიობები და ტელეწამყვანები „საპატიო მიზეზით“ გაშიშვლდნენ

ცნობილმა ინგლისელმა მსახიობებმა და ტელეწამყვანებმა, რომელთა პოპულარობამ საშუალო ასაკს გადაცილებასთან ერთად კლება დაიწყო, გაშიშვლება გადაწყვიტეს, რათა ყველას აჩვენონ, რომ დაბერების ბუნებრივ პროცესში არაფერია კოშმარული და საშიში.

ამ მიზნით ოთხი ქალი: მსახიობი შერი ჰიუსონი (61 წლის), ანდრეა მაკლინი (41 წლის), ჯილიან ტეილფორტი (56 წლის) და ბევერლი კალლარდი (54 წლის), აქტიურად და სრულიად შიშველი გამოვიდა ქალთა დამამცირებელი მოვლენის – „ეიჯიზმის“ წინააღმდეგ. შეგახსენებთ, რომ ტერმინი ცოტა ხნის წინ გაჩნდა, როცა სუსტი სქესის წარმომადგენლებს უარს ეუბნებოდნენ ამა თუ იმ სამსახურში მიღებაზე, მხოლოდ „არასათანადო ასაკის“ გამო.

ვარსკვლავები ფოტოსესია–კამპანიისთვის სრულიად გაშიშვლდნენ და თავიანთი უნაკლო ფიგურები მთელ მსოფლიოს დაანახეს. ჯილიან ტეილფორტმა, რომელიც მსახიობია და სერიალ «EastEnders»–ში მონაწილეობს, ასეთი კომენტარი გააკეთა: „ტელევიზიაში ითვლება, რომ 60 წელს მიღწეული მამაკაცი ლამაზი სანახავია, ქალი კი 50 წლის ასაკში უკვე ხანდაზმულად ითვლება იმისთვის, რომ კადრში ჩანდეს. ასეთმა დამოკიდებულებამ, გარკვეულ პერიოდში, მე არ მომცა საშუალება, სიცოცხლითა და ჩემი ასაკით დავმტკბარიყავი. ეს საშინელებაა და ამის კატეგორიული წინააღმდეგი ვარ!“

კომენტარი