სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების გავრცელების საქმე-19 წლის ანას და მისი მეგობრების დაკავების დეტალები

ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი ვიდეო 16 ახალგაზრდისთვის საბედისწერო აღმოჩნდა. მათშორის ერთი 19 წლის ანა აროშიძეა, რომელიც მძიმე სენით დაავადებულ მამას უვლის. 31 იანვარს მან სოციალური ქსელით ვიდეო მიიღო.

ახალგაზრდები პირად მიმოწერაში მსჯელობდნენ იყო თუ არა ამ კადრებში ის პოლიტიკოსი, რომლის მაკომპრომეტირებელი კამპანია მისივე გუნდის წევრებმა დაიწყეს, ეკა ბესელიას ამოსაცნობად ანამ ვიდეო თავის 3 მეგობარს გადაუგზავნა. რამდენიმე საათში კი შუაღამისას ანასთან სახლში კრიმინალური პოლიცია მივიდა. ის დააპატიმრეს. მის მიერ გაგზავნილი. ინტერნეტ ბმულის გამო მისი მეგობრებიც დაიჭირეს. ანა აროშიძის მამაისე გარდაიცვალა, რომ შვილის მომავალი გაურკვეველი დარჩა, გოგონას თავდებში დასახსნელად დედამ მხოლოდ 100 ლარის შესხება შეძლო.

თუმცა ეს ანას სიმართლისთვის საკმარისი არ არის, ანა კრიმინალი არ არის ამ სახის კამპანია პოლიტიკურმა გაერთიანება გირჩმა, ანას და დანარჩენი 16 დაკავებულის გასათავისუფლებლად დაიწყო.

იაგო ხვიჩია უპრეცედენტოდ საშიშს უწოდებს ფაქტს, რომლის გამოც ეკა ბესელიას პირადი ცხოვრების ამსახველი კადრების საქმეში, სახელმწიფომ დააკავა არა ისინი ვინც ეს კადრები გადაიღო ან საჯარო სივრცეში ატვირთა, არამედ ისინი ვინც ვიდეო ნახა ან მეგობარს აჩვენა. საშიშროება სწორედ აქაა, რადგან ინტერნეტი და პირადი ცხოვრების ვიდეო კადრები პოლიციამ შეიძლება ჩადებების ახალ მექანიზმად აქციოს.

საქმეში კიდევ ერთი ბრალდებული მომღერალი გიორგი გასვიანია. მანაც ვიდეო სულ რამდენიმე წამი ნახა. მალევე ის დააკავეს, სასამართლომ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლა. მასაც გამოძიება კადრების გავრცელებას ედავება თუმცა ის ამბობს, რომ ვიდეო არავისთვის გადაუგზავნია და მხოლოდ თავად ნახა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100