სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პროკურატურა მამუკა ხაზარაძის მიერ გამოძიებისთვის მიწოდებულ წერილს ასაჯაროებს

მთავარი პროკურატურა „თიბისი ბანკის“ დამფუძნებლის მამუკა ხაზარაძის მიერ პროკურატურისთვის გადაცემულ წერილს ასაჯაროებს.

ამასთან, როგორც პროკურატურაში გამართულ ბრიფინგზე განაცხადეს, მამუკა ხაზარაძემ წერილთან დაკავშირებით გამოძიებასთან არ ითანამშრომლა, რის გამოც პროკურატურა მოკლებულია მამუკა ხაზარაძის მიერ მოწოდებული ინფორმაციის გადამოწმების და მისი უტყუარობის დადგენის შესაძლებლობას.

"უწყება ვერც დოკუმენტის ავთენტიკურობის დადგენის მიზნით მოახდენს ექსპერტული კვლევის ინიცირებას, რადგან სახეზე მხოლოდ ე.წ. დოკუმენტის ასლია და ვერც ე.წ. შუამავალს დაკითხავს, მოწმე ხაზარაძის მიერ მისი ვინაობის გაუმჟღავნებლობის გამო. მაღალი საზოგადოებრივი ინტერესიდან გამომდინარე, საქართველოს გენერალური პროკურატურა აქვეყნებს სასამართლოში მამუკა ხაზარაძის მიერ წარდგენილ ე.წ. დოკუმენტს და კიდევ ერთხელ განმარტავს, რომ სასამართლოში დაკითხვისას მოწმე ხაზარაძემ სრულყოფილად არ ითანამშრომლა გამოძიებასთან" - განაცხადეს პროკურატურაში.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100