სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა ბაკურიანში - 20 წლის ბიჭმა საკუთარი ძმა ცივი იარაღით მოკლა

პოლიციამ ძმის მკვლელობაში ბრალდებული 20 წლის ახალგაზრდა დააკავა - შემთხვევა ბაკურიანში მოხდა.

გამოძიების ინფორმაციით, ცივი იარაღით მოკლულია 30 წლის მამაკაცი. ის საავადმყოფოში მიყვანამდე გარდაიცვალა. მომხდარს წინ უძღოდა ოჯახური კონფლიქტი და ურთიერთშელაპარაკება.

გამოძიება დამამძიმებელ გარემოებებში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს. დანაშაულის ჩადენის იარაღი - დანა, ამოღებულია. შინაგან საქმეთა სამინისტროს ცნობით, ბრალდებული დანაშაულს აღიარებს. მას ძმის მკვლელობისთვის 13-იდან 17 წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100