სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ყაზბეგის გამზირზე ორი ავტომობილი დაიწვა

გვიან ღამით ყაზბეგის გამზირზე ორი მანქანა დაიწვა. ცეცხლი თავდაპირველად მინივენის ტიპის ავტომობილს გაუჩნდა, რომელიც მოგვიანებით ახლოს მდგარ მეორე მანქანაზეც გავრცელდა.

ადგილზე მისულმა სახანძრო ეკიპაჟმა ცეცხლის ჩაქრობა მალევე შეძლო. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. აალების მიზეზად მინივენის მფლობელი სავარაუდოდ, ავტომობილის გაუმართაობას ასახელებს - რის გამოც დღის ბოლოს მან მანქანა პარკინგზე დატოვა. მიმდიანრეობს გამოძიება მუხლით, რომელიც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100