სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"ნატო მტკიცედ უჭერს მხარს საქართველოს ტერიტორიულ მთლიანობას და მოუწოდებს რუსეთს, გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხეთ ოსეთიდან" - იენს სტოლტენბერგი

ნატოს გენერალური მდივანი იენს სტოლტენბერგი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით იმყოფება. მან საქართველოს პრემიერ-მინისტრთან მამუკა ბახტაძესთან ერთად პრესკონფერენცია გამართა, სადაც ნატოსა და საქართველოს სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრა.

სტოლტენბერგმა რუსეთს მოუწოდა, აფხაზეთიდან და სამხრეთ ოსეთიდან გაიყვანოს ჯარები, რადგან აღნიშნული ტერიტორიები საქართველოს ეკუთვნის. ნატოს გენერალურმა მდივანმა ქვეყნის ტერიტორიულ მთლიანობას ღიად დაუჭირა მხარი.

„უპირველეს ყოვლისა, ნატო მოუწოდებს რუსეთს გამოითხოვოს განცხადება, რომელიც ოკუპირებული ტერიტორიების აღიარებას გულისხმობს და გაიყვანოს ჯარები აფხაზეთიდან და სამხეთ ოსეთის ტერიტორიიდან. ჩვენ მტკიცეთ ვუჭერთ მხარს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას. არასდროს გვითქვამს სხვანაირად. ჩვენ ვაწარმოებთ პოლიტიკურ დიალოგს. ეს არ არის იოლი პროცესი. წინსვლა დიდი არაა, თუმცა ნატო მხარს უჭერს მშვიდობიანი გზით მოლაპარაკებას და კონფლიქტის მოგვარებას“ - განაცხადა სტოლტენბერგმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100