სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თელავში გოგომ დედა ცივი იარაღით დაჭრა

თელავში ახალგაზრდა გოგომ დედა ცივი იარაღით მარცხენა მხარის არეში დაჭრა.

შემთხვევა გუშინ გვიან ღამით მოხდა. გავრცელებული ინფორმაციით, ინციდენტს ურთიერთშელაპარაკება უძღოდა წინ. დაშავებული შუახნის ქალი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში სასწრაფო დახმარების ბრიგადამ მოათავსა.

ექიმის თქმით, პაციენტს ჩაუტარდა ყველა საჭირო სამედიცინო დახმარება და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ ეტაპზე სტაბილურია.

შს სამინისტროში აცხადებენ, რომ საქმეზე გამოძიება ჯანმრთელობის განზრახ ნაკლებად მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო. დაჭრაში ბრალდებული გოგო პოლიციამ უკვე დააკავა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100