სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰუავეის დღეები ბრენდ სერვის ცენტრში!

კომპანია HUAWEI-მ თავის მომხმარებელს სასიამოვნო სიახლე შესთავაზა. ზოგჯერ არის მომენტები, როდესაც შემთხვევით ან მოულოდნელად, შეიძლება დაგიზიანდეთ ტელეფონი, შეგექმნათ რაიმე პროგრამული ხარვეზი, ან საერთოდაც დაგივარდეთ სმარტფონი და გაგიტყდეთ ეკრანის შუშა. აღნიშნული ჩამონათვალი, საკმაოდ, მტკივნეულია სმარტფონის მფლობელისთვის. მაგრამ როდესაც დაზიანებული ეკრანის შეცვლას კომპანია სპეციალურ ფასად გთავაზობს, უფრო მეტიც, ელემენტს გჩუქნის, მიღებული სარგებელი შექმნილი პრობლემის სიმძიმეს აბალანსებს და ნერვიულობაც ქრება.

18 მარტიდან - 18 აპრილის ჩათვლით შეცვალეთ თქვენი სმარტფონის დაზიანებული ეკრანი HUAWEI -ს ბრენდ სერვის ცენტრში, სპეციალურ ფასად და მიიღეთ ელემენტი უფასოდ!

„სმარტფონისთვის მთელი და დაუზიანებელი ეკრანის ქონა, დამეთანხმებით მისი კამერის ფუნქციონალურობასა და ელემენტის გამძლეობაზე ნაკლებად მნიშვნელოვანი ნამდვილად არაა. დაზიანებითაც, ყველაზე ხშირად ის გვიტყდება. ჩვენი პირველი ერთთვიანი აქციის მიზანი, მომხმარებელთათვის მობილურის დაზიანებული ეკრანის შეცვლისთვის უკეთესი ფინანსური შეთავაზებაა. უფრო კონკრეტულად რომ ვთქვათ, მომხმარებელი თავისუფლდება ეკრანის შეცვლის (მომსახურების) საფასურისგან და ფარავს მხოლოდ ეკრანის ღირებულებას. პლუს ამას, სრულიად უფასოდ მიიღებს იმავე სმარტფონის ელემენტს, შეცვლის უფასო მომსახურებასთან ერთად,“ - განმარტავს კომპანია HUAWEI-ს სერვის ცენტრის გაყიდვების მენეჯერი სალომე მელითაური.

კომპანია HUAWEI-ს ბრენდ სერვის ცენტრი მდებარეობს ც. დადიანის 7 ნომერში, სავაჭრო ცენტრ „ქარვასლას“ I სართულზე. ცენტრი სრულად პასუხობს ჰუავეის ბრენდ სერვის ცენტრების 2018-2019 წლების მსოფლიო სტანდარტებს. თანამედროვე დიზაინი, კომფორტული გარემო, სწრაფი მომსახურება, ინჟინრებთან უშუალო კომუნიკაციის საშუალება, მომხმარებლთათვის განკუთვნილი მოსაცდელი ზონა, სადაც ბრენდის პროდუქციაზე საინტერესო ვიდეო მასალის გაცნობაა შესაძლებელი.

„სერვის ცენტრის მომსახურებით მოსარგებლე მომხმარებელს უკვე გაკეთებული აქვს არჩევანი და ჩვენთან ტექნიკური დახმარებისთვის მოდის. მე მხოლოდ ის შემიძლია სიამაყით აღვნიშნო, რომ ჯამურად საგარანტიო პერიოდში სერვისისთვის მომართვიანობა, სხვა დიდ ბრენდებთან შედარებით გაცილებით დაბალია. ეს ფაქტი კი, ჰუავეის ხარისხის უტყუარი დასტურია. სასიამოვნო აქციებს პერიოდული სახე ექნება და შემდეგი პროგრამულ განახლებებთან დაკავშირებით გვექნება. უფრო მოგვიანებით ვფიქრობთ სპეციალური ფასის შეთავაზების აქციას ჩვენს აქსესუარებზე, რადგან ბრენდის ორიგინალი ეკრანის დამცავები, ტელეფონის ბუდეები და დამტენი მოწყობილობები-უზრუნველყოფს HUAWEI-ს მომხმარებლებისთვის მათი მოწყობილობების გამართულ მუშაობას და დაზიანებისგან დაცვას,“ - განაცხადა კომპანიის სერვის ცენტრის გაყიდვების მენეჯერმა.

HUAWEI-ის პროდუქტები და სერვისები ხელმისაწვდომია 170-ზე მეტ ქვეყანაში და გამოიყენება მსოფლიოს მოსახლეობის მესამედის მიერ. 2015 წლის მონაცემებით, მსოფლიო მასშტაბით, სმარტფონების ბაზარზეკომპანია მესამე ადგილზეა. აშშ–ში, გერმანიაში, შვედეთში, რუსეთში, ინდოეთსა და ჩინეთში თექვსმეტი კვლევისა და განვითარების ცენტრი მოქმედებს. HUAWEI Consumer BG არის ჰუავეის სამი ბიზნეს ერთეულიდან ერთ–ერთი, მათ ძირითად მიმართულებას სმარტფონების, პერსონალური კომპიუტერების, ტაბლეტებისა და ქლაუდ სერვისების წარმოება წარმოადგენს. HUAWEI –ის გლობალური ქსელი ეყრდნობა ტელეკომუნიკაციის ბიზნესში 20 წლიან გამოცდილოებას და ემსახურება მომხმარებლისთვის ინოვაციური ტექნოლოგიების შეთავაზებას მთელი მსოფლიოს მასშტაბით.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100