სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„ვარდისფერი სივრცე“- თბილისში ონკოპაციენტების დახმარების ცენტრი გაიხსნა

თბილისში ონკოპაციენტების დახმარების ცენტრის „ვარდისფერი სივრცე“ პრეზენტაცია გაიმართა. „ვარდისფერი სივრცე“ „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ეივონის“ ერთობლივ პროექტს წარმოადგენს, რომლის მიზანს ონკოპაციენტთა ფსიქო-სოცილიალური მხარდაჭერა და მათი ინფორმირებულობის გაზრდა მკურნალობის დაფინანსების პროგრამებსა და მედიკამენტების მოძიების ხელშეწყობა წარმოადგენს. პრეზენტაციას ესწრებოდნენ „ევროპა დონა საქართველოსა“ და „ეივონის“ წარმომადგენლები, მოწვეული პაციენტები და მხარდამჭერები.

„ვარდისფერი სივრცე“ „ევროპა დონას საქართველოს“ ძალისხმევითა და „ეივონის“ საქველმოქმედო ფონდის დაფინანსებით, 29 მარტიდან ამოქმედდა და მისი კარი პაციენტებისთვის, რომლებიც ძუძუს კიბოს დიაგნოზს ებრძვიან, მუდამ ღიაა. კერძოდ, „ვარდისფერი სივრცის“ პერსონალი, რომელიც დაავადებაზე გამარჯვებული პაციენტების არიან, დაეხმარებიან ონკოპაციენტებს, თუ როგორ გაიარონ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში, როგორ მოიპოვონ შეღავათები გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებაზე და მისცენ რჩევები სხვა საჭირო საკითხების მოგვარების პროცეში. რადგან „ვარდისფერი სივრცე“ შექმნილია საქველმოქმედო მიზნებით, ნებისმიერი სახის კონსულტაცია უფასო იქნება.

„ეს არის ჩვენი ერთობლივი პროექტი. დაფინანსება მივიღეთ „ეივონ საქართველოს“ საქველმოქმედო ფონდიდან, ვიქირავეთ ფართი, მოვაწყეთ და მზად ვართ დავეხმაროთ ონკოპაციენტებს. მათთვის მნიშვნელოვანია ჩვენი თანადგომა და იმ საკითხებში გარკვევა, რაც ჩვენ - ასევე ონკოპაციენტებმა გამოვიარეთ,“ - აღნიშნავს „ევროპა დონას“ პრეზიდენტი ანა მაზანაშვილი.

„ძალიან სასიხარულოა რომ შედგა ჩვენი თანამშრომლობა „ევროპა დონა საქართველოსთან“. ეს არის ორგანიზაცია პაციენტები პაციენტებისთვის. ჩვენი ფონდის დახამრებით ონკოპაციენტები ესტუმრებიან ვარდისფერი სივრცეს, სადაც შესაძლებლობა ექნებათ მიიღონ ამომწურავი ინფორმაცია ასევე იმ პაციენტებისგან, რომლებმაც ეს რთული გზა გამოიარეს, თუ როგორ გაიარონ რეგისტრაცია შესაბამის სახელმწიფო პროგრამებში, როგორ მოიპოვონ შეღავათები გარკვეულ სამედიცინო მომსახურებებაზე და მისცენ რჩევები სხვა საჭირო საკითხების მოგვარების პროცეში და ა.შ. რაც ყველაზე მნიშვნელოვანია ეს ყველაფერი მათ მიიღონ სრულიად უფასოდ,“ - განმარტავს „ეივონ საქართველოს“ დირექტორი ლილია სტრიკიცა.

ვარდისფერ სივრცეში ფუნქციონირებს ცხელი ხაზი, რომლის საშუალებით ცენტრიდან სრულფასოვანი ინფორმაციის მოპოვება შეეძლებათ, რეგიონში მაცხოვრებელ ონკოპაციენტებს. „ვარდისფერი სივრცის“ მისამართია პეკინის N10. სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი, 10:00 დან 18:00-მდე. სივრცე შეძლებს პირველი პაციენტების მიღებას 29 მარტიდან!

„ჩვენ მზად ვართ დავეხმაროთ პაცინეტებს იმ რთული გზის გავლაში, რაც ჩვენ გადავლახეთ. მიიღონ ჩვენგან ფსიქოლოგიური და მორალური დახმარება. ეს ძალიან მნიშვნელოვანია, რადგან ჩვენ ზუსტად ვიცით და გვესმის მათი,“ - აღნიშნავს პაციენტი თამარ დუნდუა.

„ვარდისფერი სივრცის“ დაფინანსება ხორციელდება „ეივონის“ ვარდისფერი ლენტის საქველმოქმედო ფონდიდან. ეივონის მიერ გაყიდული ყოველი საქველმოქმედო პროდუქტიდან შემოსული თანხა გროვდება ვარდისფერი ლენტის ფონდში და ხმარდება სხვადასხვა ინიციატივებს ძუძუს კიბოს წინააღმდეგ ბრძოლის მიმართულებით. 2019 წელს ეივონის ფონდიდან გამოიყო 50 000 ლარი, რომელიც სრულად მოხმარდება „ვარდისფერი სივრცის“ ფუნქციონირებას. 2013-2016 წლამდე ფონდში აკუმულირებული თანხებით ეივონი ყოველწლიურად მართავდა „ვარდისფერ მსვლელობებს“ თბილისის ქუჩებში, ძუძუს კიბოსთან დაკავშირებით, მოსახლეობაში, ცნობიერების ასამაღლებად. 2015 წელს ამავე ფონდში შეგროვილი თანხებით ეივონმა შეიძინა ციფრული მამოგრაფიის აპარატი, რომელიც გადაეცა კლინიკა „ნიუ ვიჟენს“. ამავე ინიციატივის ფარგლებში, კლინიკაში 1 წლის მანძილზე მოქმედებდა ეივონის ოთახი უფასო დიაგნოსტიკისთვის და ცხელი ხაზი. 2016 წელს კომპანიამ ჩაატარა მამოგრაფიული ტური, სამაგრელოში, სვანეთში, რაჭასა და გურიაში რომლის ფარგლებშიც უფასო გამოკლევა ჩაუტარდა 1370 ქალს.

“ევროპა დონა საქართველო" არის ორგანიზაცია რომელსაც სათავეში უდგანან ყოფილი პაციენტები, რომლებიც დღეს სხვა პაციენტებს ეხმარებიან ამ მძიმე სენის დაძლევაში. „ევროპა დონას მისიაა“ ძუძუს კიბოთი დაავადებულ ქალთა ინტერესების დაცვა, მათთვის მაღალხარისხიანი, გაიდლაინებზე დაფუძნებული სამედიცინო მომახურების ხელმისაწვდომობა, რათა ქვეყანაში მიღწეულ იქნას ძუძუს კიბოთი გარდაცვალების შემთხვევების კლება და გამოჯანმრთელების მაჩვენებლების ზრდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100