სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სასტიკი მკვლელობა წყნეთში - შვილმა მამა ცივი იარაღით მოკლა

საზარელი მკვლელობა წყნეთში - შვილმა საკუთარ მამას ცივი იარაღით სასიკვდილო ჭრილობები მიაყენა.

დაპირისპირების შედეგად დაჭრილი გივი წერექაშვილი ადგილზე გარდაიცვალა. წინასწარი ინფორმაციით, მომხდარს წინ უძღოდა ურთიერთშელაპარაკება, თუმცა მიზეზი უცნობია. მეზობლები ამბობენ, რომ მათ ხმაური არ გაუგიათ და წერექაშვილების ოჯახსაც არაკონფლიქტურად ახასიათებენ. ეჭვმიტანილი საკუთარი ფეხით გამოცხადდა პოლიციის სამმართველოში და სამართალდამცველებს მომხდარის შესახებ უამბო.

65 წლის მამაკაცის ცხედარი კი ექსპერტიზაზეა გადასვენებული. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობის ფაქტზე მიმდინარეობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100