სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

რისგან გვიცავს და რა პრივილეგიებს გვანიჭებს სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამა?

ყველას სურს, შეიძინოს სმარტფონი და ჰქონდეს გარანტია, რომ ის დიდი ხნის განმავლობაში მოემსახურება. თავისუფალი ვაჭრობის პირობებში დადგა იმის საჭიროება, რომ შექმნილიყო დამატებითი მექანიზმები, რომლებიც მომხმარებელს დაიცავს უხარისხო პროდუქტისა და მომსახურებისგან. სამსუნგის სმარტფონების პრემიალური ხარისხისა და მომსახურების გარანტია სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამაა, რომელიც სპეციალურად ქართული ბაზრისთვისაა ადაპტირებული, აქვს წარწერები ქართულ ენაზე და ფონად საქართველოს რუკის კონტურია დატანილი.

რატომ უნდა შეიძინოთ ჰოლოგრამიანი პროდუქტი?

სამსუნგი ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონი შეძენისას, მომხმარებელი გარანტირებულად ყიდულობს ახალ და ორიგინალ პროდუქტს. ოფიციალურ ჰოლოგრამიან სმარტფონზე ვრცელდება სამსუნგის ოფიციალური გარანტია, რაც გულისხმობს მაღალკვალიფიციურ მომსახურებას ავტორიზებულ სერვისცენტრებში. საჭიროების შემთხვევაში თქვენი სმარტფონის დაზიანებული ნაწილები მხოლოდ ახალი და ორიგინალი დეტალებით შეიცვლება.

ოფიციალური ჰოლოგრამით სამსუნგი სმარტფონები ადაპტირებულია ქართული ბაზრისთვისშემოწმებულია და სრულად თავსებადია ადგილობრივი მობილური ოპერატორების ქსელებთან.

ოფიციალური ჰოლოგრამით სმარტფონის შეძენისას მომხმარებელს შეუძლია, ისარგებლოს ექსკლუზიური ფასდაკლებებით, პრომო აქციებით და განსაკუთრებული შეთავაზებებით, როგორიცაა, მაგალითად,Trade-In“ დაუსაზღვრო ეკრანის გარანტია“.

იმ შემთხვევაში, თუ თქვენს Galaxy S10-ზე უსაზღვრო ეკრანი დაზიანდა, სამსუნგი გთავაზობთ ერთწლიან სპეციალურ გარანტიას, რომლის ფარგლებშიც მაღალკვალიფიციური ტექნიკოსები დაზიანებულ ეკრანს ახლით შეგიცვლიან.

რაც შეეხება „Trade-In-ს“, ეს შესაძლებლობა მათთვისაა, ვისაც სურს, ჰქონდეს სამსუნგის უახლესი სმარტფონი Galaxy S10 და ამასთანავე, მოახერხოს მნიშვნელოვანი თანხის დაზოგვა. თუ თქვენ ხართ სამსუნგის ოფიციალური სმარტფონის მფლობელი, მაშინ გაქვთ შესაძლებლობა, „ჩააბაროთ“ თქვენი სმარტფონი და შეიძინოთ უახლესი ფლაგმანი ფასდაკლებით.

სამსუნგი სმარტფონებით მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონს ამარაგებს, სადაც განსხვავებული ელექტრონული ქსელი და მოთხოვნები გვხვდება. მაგრამ, როდესაც თქვენ საქართველოში ყიდულობთ სამსუნგის სმარტფონს ოფიციალური ჰოლოგრამით, აღარ დაგჭირდებათ გაურკვეველი წარმომავლობის დამტენების ან გადამყვანების შეძენა მის დასამუხტად. ასევე, არ მოგიწევთ სხვა ქვეყნებისთვის განკუთვნილი აპლიკაციებისგან შიდა მეხსიერების გასუფთავება. თქვენ დარწმუნებულები იქნებით, რომ შეიძინეთ ორიგინალი პროდუქტი, გაქვთ სამსუნგის ოფიციალური სერვისცენტრის გარანტია, სარგებლობთ ექსკლუზიური პირობებითა და აქციებით, რომლითაც სამსუნგი საკუთარ მომხმარებელს ხშირად ანებივრებს.

ამგვარად ჰოლოგრამა სულაც არ არის ყუთზე დატანილი უბრალო სტიკერი, ის დაცვის უტყუარი მექანიზმია, რომელიც მომხმარებლის ინტერესებს იცავს და უზრუნველყოფს სამსუნგის ყველა უპირატესობით სარგებლობის შესაძლებლობას.

სამსუნგ ელექტრონიქსის ოფიციალური პარტნიორები საქართველოში არიან საყოფაცხოვრებო და მობილური ტელეფონების მაღაზიებიალტა-ოქეი, ელიტ ელექტრონიქსი, მეტრომარტი, მაგთი, სმაილი, ასევე, ყველა ის მაღაზია, სადაც სამსუნგის სმარტფონები სპეციალურად საქართველოს ბაზრისთვის შექმნილი სამსუნგის ოფიციალური ჰოლოგრამით იყიდება.

ყოველთვის გახსოვდეს, რომ ჰოლოგრამა გიცავს!

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100