ნახეთ, რა დაწერა 15 წლის შალვა ნაჭყებიამ დედაზე თვითმკვლელობამდე ცოტა ხნით ადრე

15 წლის მარტვილელმა ბიჭმა შალვა ნაჭყეპიამ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სიცოცხლე თვითმკვლელობით დაასრულა, სუციდამდე ცოტა ხნით ადრე დაწერა წერილი, რომელიც "პრაიმტაიმს" ჩაუვარდა ხელში.

გამოცემის ცნობით, ეს არის მე-9 კლასის ლიტერატურის დავალება, რომელიც ნაწარმოების "მოგზაურობა აფრიკაში" მხატვრული ანალიზი უნდა ყოფილიყო, წერილში კი შალვამ აქცენტი დედაზე გააკეთა:

„....დედას გაქცეული ბიჭი ეძებდა თბილ ადგილს, რასაც ოჯახი ჰქვია. შიგნით სიცარიელეა, იატაკზე აგდია მისი მკლავმოგლეჯილი დათუნია, რომელიც სიმბოლოა მისი წართმეული და დასახიჩრებული ბავშვობის… არც ერთი ომი ამ ქვეყნად არ არის გამართლებული, ომში გამარჯვებული ერთი მხარეა, მოგებული კი არცერთი…” - წერს შაკო ნაჭყებია.

მე-9 კლასელი მოსწავლის დამრიგებელი ხათუნა ფირცხალავას თქმით, რომ შაკო ნაჭყებია კლასში გამორჩეული მოსწავლე იყო.

„მისი სხარტი გონება 10 ბავშვის ტვინს უდრიდა,გარდაცვალებამდე დაწერა ამ ნაწარმოების შემაჯამებელი ფაბულა. ის რაც მას სტკიოდა და აწუხებდა... იგი სკოლის გარდა ფიზიკურადაც მუშაობდა“ - აღნიშნა კლასის დამრიგებელმა.

მარტვილში გარდაცვლილ მოზარდს დღეს დაკრძალავენ. იგი მამასა და უმცროს ძმასთან ერთად ცხოვრობდა.

გავრცელებული ინფორმაციით, დედამ ჩვილი ბავშვები დატოვა და მას შემდეგ არავის უნახავს. მათივე ინფორმაციით, დედა აფხაზეთში ცხოვრობს.

წყარო: primetime.ge

კომენტარი

×