გორში არასრულწლოვანი დააყაჩაღეს

გორში, წმინდაწყლის დასახლებაში, არასრულწლოვანი დააყაჩაღეს - ამის შესახებ ინფორმაციას რადიო „მოზაიკა“ ავრცელებს. ფაქტის შესახებ მედიასაშუალებას ადგილობრივებმა აცნობეს.

არსებული ინფორმაციით, არასრულწლოვანს რამდენიმე ლარი გასტაცეს.

შემთხვევა რამდენიმე წუთის წინ, ცხინვალის გზატკეცილზე მოხდა. ფაქტის შესახებ შს სამინისტროს აცნობეს.

კომენტარი