სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა - თვითმხილველების თქმით, 20 წლამდე ახალგაზრდა თვითმკვლელობის მიზნით გადახტა

მეტროსადგურ "სარაჯიშვილზე" ლიანდაგებში ჩავარდნილი მამაკაცი გარდაიცვალა - ის 20 წლამდე ახალგაზრდაა, რომელიც ლიანდაგებში თვითმკვლელობის მიზნით ჩახტა.

დრონი.ჯი-ს კორესპონდენტი ადგილზე იმყოფებოდა და მისი ინფორმაციით, ეს იყო განზრახ გადადგმული ნაბიჯი, რომელიც სუიციდის მიზნით ჩაიდინა. თვითმხილველების თქმით, ბიჭი გადახტომამდე არაადეკვატურად იქცეოდა, მატარებლის გამოჩენისას კი პირდაპირ ლიანდაგებში ჩახტა. მემანქანემ სცადა დამუხრუჭება, თუმცა ვერ მოახერხა და მოხდა შეჯახება.

მომხდარის გამო მეტროსადგურების მუშაობა შეიზღუდა, თუმცა ამ დროისთვის მატარებლებმა ისევ განაახლეს მოძრაობა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100