სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით სიხარულიძე აზერბაიჯანზე საზოგადოებისთვის მიწოდებულ ინფორმაციას რუსული პროპაგანდის გამოვლინებას უწოდებს

დავით გარეჯში განვითარებული მოვლენების შედეგად საზოგადოების ნაწილი თვლის, რომ აზერბაიჯანმა საქართველოს ტერიტორია მიითვისა და ამის გამო ქვეყნის ოკუპანტია. საპირწონეს აცხადებენ ექსპერტები, რომლებიც თვლიან, რომ აზერბაიჯანის ოკუპანტად მოხსენიება რუსული პროვოკაციის ნაწილია.

საქართველოს ატლანტიკური საბჭოს თავმჯდომარე დავით სიხარულიძე განმარტავს, რომ აზერბაიჯანის ოკუპანტად წარმოჩენა არარელევანტურია. საქართველოს ჰყავს ერთადერთი ოკუპანტი ქვეყანა და ეს რუსეთია.

„აბსოლუტურად არარელევანტურია საკითხი, თითქოს აზერბაიჯანი ოკუპანტია. საქართველოს ტერიტორიის ოკუპანტი არის რუსეთი. რუსეთს აქვს ოკუპირებული ჩვენი ტერიტორიების 1/5.

ყველანაირი საუბარი იმაზე, რომ ნებისმერი სხვა ქვეყანის მოქმედებებზე დაისვას ტოლობის ნიშანი რუსეთთან რომელიმე კომპონენტში, არის სრული სიცრუე და რუსული პროპაგანდის კიდევ ერთი გამოვლინება.

ძალიან მნიშვნელოვანია, დასრულდეს ის მოლაპარაკებები, რომელიც მიმდინარეობს საქართველო-აზერბაიჯანს შორის დელიმიტაცია-დემარკაციის თაობაზე. ძალიან მნიშვნელოვანია, სახელმწიფომ დააჩქაროს ამ მოლაპარაკებების წარმართვა შესაბამის დონეზე. არ იყოს გაყინული ეს თემა.

საუბარი იმაზე, რომ ნებისმიერი სხვა ქვეყნის მოქმედებების იდენტიფიცირება რუსეთთან, რომელიც არის აგრესორი, წინააღმდეგი საქართველოსი, როგორც სახელმწიფოსი, არის არამარტო არასწორი, ასევე - რუსული პროპაგანდის ნაწილი.

რუსეთი ცდილობდა, დაესვა ტოლობის ნიშანი საკუთარ აგრესიულ ქმედებებსა და სხვა ქვეყანას შორის. თითქოს, სხვაც მსგავს საქციელს ჩადის. ის, რომ აზერბაიჯანი ოკუპანტია არის არარელევანტური! “ -განაცხადა დავით სიხარულიძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100