სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოსტავას ქუჩაზე მშენებარე კორპუსიდან მუშა გადავარდა და ადგილზე დაიღუპა

თბილისში, კოსტავას ქუჩაზე მშენებლობიდან მუშა გადმოვარდა და დაიღუპა. შემთხვევა ცოტა ხნის წინ მოხდა.

არსებული ინფორმაციით, მშენებლობაზე დასაქმებული პირი მაღალი სართულიდან სამუშაოს წარმოებისას ჩამოვარდა. ადგილზე მისულ სასწრაფო დახმარების ბრიგადას მამაკაცი გარდაცვლილი დახვდა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლით დაიწყო. შემთხვევის ადგილზე შესაბამისი საგამოძიებო მოქმედებები ტარდება.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100