სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დავით ბერძენიშვილი: რაც უფრო მეტი ბერკეტი ექნება რუსეთს ქართულ ეკონომიკაში, მით უფრო ცუდია

საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საწვავის კომპანია - „ვისოლი“ (Wissol) შესაძლოაროსნეფტმაშეიძინოს. იქნება თუ არა ეს კიდევ ერთი ბერკეტი რუსეთის ხელში და გაზრდის თუ არა ეს ქვეყნის ენერგოდამოკიდებულებას რუსეთზე, ამ საკითხზე კითხვებს „რესპუბლიკური პარტიის“ ლიდერმა, დავით ბერძენიშვილმა უპასუხა.

როგორც დავით ბერძენიშვილი განმარტავს, მისთვის კატეგორიულად მიუღებელია რუსული კომპანიების გაძლიერება ქართულ ბაზარზე.

„მე არ ვგულშემატკივრობ რუსული სახელმწიფო კომპანიების გაძლიერებას ქართულ ბაზარზე. არ არის ეს კარგი პროცესი, რა თქმა უნდა, რაც უფრო მეტი ბერკეტი ექნება რუსეთს საქართველოზე, ქართულ ეკონომიკაზე, მითუმეტეს, ენერგეტიკაში, მით უფრო ცუდია. სომხეთში ნიკოლ პაშინიანის ხელისუფლება სულაც არ არის პრორუსული თავისი არსით, მაგრამ მას დახვდა პრაქტიკულად რუსული ხელისუფლების მიერ კონტროლირებადი სომხური ეკონომიკა. სწორედ ამიტომ არის აქ სირთულე,“ - განაცხადა ბერძენიშვილმა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100