სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომა ხმაურით დაიწყო

#67 ზუგდიდის საოლქო კომისიის სხდომა ხმაურით დაიწყო. კამათი მოჰყვა „ნაციონალური მოძრაობის" კომისიის წევრის მაია გაწერელიას განცხადებას. გაწერელიას თქმით, გადასატანი ყუთის სიაში შეყვანილი არიან ისეთი ადამიანები, ვისაც არ სჭირდება ეს მომსახურება.

კომისიის თავმჯდომარემ მირანდა მესხმა კი განაცხადა, რომ კენჭი ეყრება, დაემატება თუ არა ეს საკითხი დღის წესრიგში შეტანილ საკითხებს.

გარდა ამისა, ხმაური მოჰყვა ცესკოს წარმომადგენელის კობა კვარაცხელიას განცხადებასაც, რომელმაც აღნიშნა, რომ ასევე ცესკოს წარმომადგენელს მისი გაძევება აქვს განზრახული, თუ ის რაიმე განცხადებას გააკეთებს. ამ განცხადებას სიტყვიერი დაპირისპირება მოჰყვა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100