სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

54,18% გიორგი შენგელია, 42.84% სანდრა რულოვსი - შუალედური არჩევნების საბოლოო შედეგები ცნობილია

საარჩევნო ბიულეტენები უკვე მთლიანად დათვლილია. ყველა ოლქში "ქართული ოცნების" კანდიდატი ლიდერობს.

წინასწარი მონაცემებით, ზუგდიდში გიორგი შენგელიამ ხმათა 54,18% , ხოლო "გაერთიანებული ოპოზიციის" კანდიდატმა სანდრა რულოვსმა 42,84% მიიღო. ზუგდიდისგან განსხვავებით მეორე ტური დაინიშნება თბილისში, მთაწმინდის ოლქში - პირველადი მონაცემებით, შალვა შავგულიძეს თითქმის 37 % აქვს, ვლადიმერ კახაძეს - 41%. განსხვავება მთავარ კონკურენტებს შორის დაახლოებით 500 ხმაა.
მთაწმინდის ოლქში მესამე ადგილზე ლევან იოსელიანი გავიდა - 6,55%, გერმანე საბომ კი თითქმის 5 % მოაგროვა.

"ქართული ოცნების" კანდიდატმა ყველაზე მეტი ხმა მარნეულის ოლქში მიიღო - ზაურ დარგალს წინასწარი მონაცემებით ამომრჩევლების - თითქმის 79 % მიემხრო; "ნაციონალური მოძრაობის" წარმომადგენელმა აგილ მუსტაფაევმა - 11-ნახევარი პროცენტი მიიღო, აკმამედ იმამკულიევს კი ევროპული საქართველოდან ამომრჩევლის 7.54% დაუჭირა მხარი.

მმართველი პარტიის წარმომადგენელი ლიდერობს ზესტაფონის ოლქშიც - გიორგი გოგლიჩიძემ 50%-ზე მეტი მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელი ბაქარ ხიჯაკაძე - 34.26%. გიორგი წულაია "თავისუფალი საქართველოდან" თითქმის 6 % და ანზორ ნებიერიძე პატრიოტთა ალიანსი - 2.64%.

"ქართული ოცნების" კანდიდატმა გაიმარჯვა ჭიათურაში - გივი მოდებაძეს ამომრჩევლის 64.58%-ის მხარდაჭერა აქვს, დამოუკიდებელმა კანდიდატმა ზურაბ კუპატაძემ ხმების თითქმის 18 პროცენტის მიღება შეძლო. 15 პროცენტზე მეტი აქვს ასევე დამოუკიდებელ კანდიდატს დავით ჭუმბურიძეს.

დამაჯერებელი უპირატესობის ლიდერობს მმართველი გუნდის წარმომადგენელი ხულოშიც. ვახტანგ ბერიძემ ამომრჩევლის თითქმის 71 %-ის მხარდაჭერა მიიღო, გაერთიანებული ოპოზიციის წარმომადგენელს ირაკლი ჯორბენაძეს კი 23.74% აქვს.

შეგახსენებთ, ჩამოთვლილ ოლქებში მოქალაქეები მერს, თბილისში, მთაწმინდაზე კი პარლამენტის მაჟორიტარ დეპუტატს ირჩევდნენ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100