საკადრო ცვლილებები სამთავრობო მედიაში - "იმედი" ვალერი ხაბურძანიას კადრებს ჩააბარეს

ბიძინა ივანიშვილის მიმართ ლოალურად განწყობილ სამთავრობო ტელეკომპანია „იმედში“ საკადრო ცვლილებებია - დრონი.ჯი-ს წყაროს ინფორმაციით, არხის ხელმძღვანელობა შევარდნაძის დროინდელი უშიშროების მინისტრის, ვალერი ხაბურძანიას მოადგილეს, ლაშა ნაცვლიშვილს ჩააბარეს, ხოლო საინფორმაციო სამსახურის უფროსად ამავე უწყების პრესსამსახურის ყოფილი უფროსი, შემდეგ კი ბიძინა ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ პიარ-მრჩეველი ნიკა ლალიაშვილი ინიშნება.

მოგეხსენებათ, რომ წინ 2020 წელს საპარლამენტო არჩევნები უნდა ჩატარდეს, ამიტომ მთავრობა მაქსიმალურ მობილიზაციას გეგმავს და მთავარი იარაღი, რითაც საზოგადოების მოტყუება და გაცურება არის შესაძლებელი, სწორედ სამთავრობო მედიაა - ასე ფიქრობენ სოლოლაკის კარზე.

ამ მხრივ „იმედი“ განსაკუთრებული აქტიურობით გამოირჩევა, რაც ტელეკომპანიის ნდობის კოეფიციენტს დაბლა წევს, თუმცა ეს ნაკლებად ადარდებს მის ხელმძღვანელობას, მთავარი ხომ ივანიშვილისა და „ქართული ოცნების“ იმედების გამართლებაა და არა - რეალობის აღქმა.

ამ ერთი შეხედვით აწყობილი ტელეკომპანიის შიდა სამზარეულოში კი ყველაფერი არც თუ ისე კარგად არის, როგორც ეს ერთი შეხედვით ჩანს. დრონი.ჯი-ს წყაროს ცნობით, ნიკა ლალიაშვილს, რომელიც საინფორმაციო სამსახურის უფროსად მოგვევლინება, საკმაოდ დაძაბული ურთიერთობა აქვს ტელეწამყვან თეონა გეგელიასთან, ამ უკანასკნელს კი მალე ტელეკომპანიიდან გაუშვებენ სწორედ იმ ინციდენტის გამო, რაც მას ნიკა ლალიაშვილთან შეემთხვა.

შეგახსენებთ, რომ არხის დირექტორი გოგა კალანდარიშვილი 16 მაისს გაათავისუფლეს და მის ადგილზე ივანიშვილის მეცხრე არხის ყოფილი დირექტორი, ელდარ მდინარაძე დანიშნეს.

მოკლედ რომ ვთქვათ, სამთავრობო მედიამ რუსული საწვავი ჩაისხა, რათა რბოლაში ჩაერთოს, 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების ფინიშამდე მიგორდეს და თავისი მაქსიმუმი გააკეთოს ამომრჩევლის ტვინის გამოსარეცხად. ეს კი კარგად ნაცნობი, დატესტილი და აპრობირებული რუსული მეთოდია, რომლითაც მეზობელი სახელმწიფო მარტივად მართავს თავის სოციუმს.

კომენტარი