სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მკვლელობა ბოდბისხევში - 36 წლის მამაკაცი მეზობელმა სასტიკი ცემით მოკლა

მკვლელობა კახეთში - სამართალდამცველებმა 36 წლის ბექა ჭაბაშვილის მკვლელობაში ბრალდებული დააკავეს.

შემთხვევა სოფელ ბოდბისხევში გვიან ღამით მოხდა. მოკლულის ახლობლების ინფორმაციით, მამაკაცს მეზობელთან შელაპარაკება მოუვიდა.

ბექა ჭაბაშვილს მეზობელი უკან დაბრუნების დროს გზაში ფიზიკურად გაუსწორდა. მამაკაცს დაზიანებები თავის არეში ბლაგვი საგნით, სავარაუდოდ ქვით აქვს მიყენებული.

დაშავებული წნორის საავადმყოფოში გადაიყვანეს, თუმცა მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. მომხდარზე დაწყებულია გამოძიება.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, სხეულის განზრახ მძიმე დაზიანების მუხლით დაიწყო.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100