ავლაბარში ავარიის შედეგად ქვეითად მოსიარულე დაიღუპა

ავლაბარში, ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი დაიღუპა. ავტომობილი ქვეითად მოსიარულე შუახნის ქალს დაეჯახა, რომელიც ადგილზე გარდაიცვალა.

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით დაიწყო, რაც ტრანსპორტის მოძრაობის და ექსპლუატაციის წესების დარღვევას გულისხმობს იმის მიერ, ვინც აღნიშნულ სატრანსპორტო საშუალებას მართავს.

კომენტარი