სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თვითმხილველების თქმით, ჯერ აფეთქების ხმა გაიგონეს, შემდეგ ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა და ჩამოვარდა - ყაზბეგში დატრიალებული ტრაგედიის ახალი დეტალები

თვითმხილველები ყაზბეგში მომხდარი ტრაგედიის დეტალებს იხსენებენ. როგორც ისინი აცხადებენ, ჯერ გაიგონეს აფეთქების ხმა, შემდეგ კი დაინახეს, რომ ვერტმფრენს ცეცხლი გაუჩნდა, კვამლი ასდიოდა და ნაპერწკლებს ყრიდა, რის შედეგადაც ის ხმელეთზე ჩამოვარდა.

ადგილობრივების ინფორმაციით, ვერტმფრენი, სავარაუდოდ, სოფელ აჩხოტიდან მოფრინავდა და ის სასტუმრო „რუმსის“ ტერიტორიაზე უნდა დაფრენილიყო, რა დროსაც, სტეფანწმინდის შესასვლელთან კატასტროფა განიცადა.

გავრცელებული ინფორმაციით, სავარაუდოდ, გარდაცვლილებს შორის, სასტუმრო „რუმსის“ თანამშრომლები არიან.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100