სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე, მაღაზიის მეპატრონეები ხანძრისგან გადარჩენილ პროდუქციას ახარისხებენ

ლილოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე, სადაც წუხელ ხანძარი გაჩნდა, მაღაზიის მეპატრონეები ხანძრისგან გადარჩენილ სავაჭრო საქონელს ახარისხებენ.

როგირც ჟურნალისტებს ერთ-ერთმა დაზარალებულმა სარხან ხაჯიროვმა განუცხადა, ხანძარი დაახლოებით 22:00 საათზე გაჩნდა. რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, დაზარალებული ვერ საუბრობს. მისივე თქმით, მას სავაჭრო პროდუქციის უმეტესი ნაწილი დაეწვა. მისივე განმარტებით, მას საკუთარი სავაჭრო ობიექტი დაზღვეული აქვს. დამწვარი ტერიტორიის პერიმეტრზე მობილიზებულია პოლიცია.

ლელოში, ე.წ. ჩინურ ბაზრობაზე ხანძარი გუშინ გაჩნდა. ხანძრის შედეგად დამწვარია, დაახლოებით 1 000 კვ.მ. ფართობი და პროდუქციის ნაწილი. ადგილზე 17 სახანძრო და 2 სამაშველო ბრიგადა მუშაობდა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100