სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

პაშა ბანკმა დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესს სპონსორობა გაუწია

პაშა ბანკის სპონსორობით, ბათუმში, 13-14 ივნისს დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიისქვეყნების ფასიანი ქაღალდების რიგით მე-16 კონგრესი ჩატარდა. აღნიშნული კონგრესი 2004 წლიდან ყოველწლიურად იმართება და დსთ-ს, კავკასიისრეგიონისა და განვითარებადი ეკონომიკის მქონე სხვა ქვეყნების საფინანსო სექტორის,კაპიტალის ბაზრის პროფესიონალებს აერთიანებს.

პაშა ბანკმა, როგორცოფიციალურმა პარტნიორმა, მეორედ დაუჭირა მხარი ობლიგაციების კონგრესს. პაშა ბანკი ბაქოში სათავო ოფისის მქონე ფინანსური ინსტიტუტია, რომელიცაზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში ოპერირებს. პაშა ბანკი მსხვილ, საშუალოდა მცირე ზომის საწარმოებს კორპორაციულ და საინვესტიციო საბანკო მომსახურებასსთავაზობს.

წლევანდელ ღონისძიებას ორასამდე მონაწილე ჰყავდა სხვადასხვა ქვეყნიდან. 45მათგანი კონფერენციაზე სპიკერის სტატუსით წარდგა. კონგრესზე განხილულ მთავარსაკითხებს შორის იყო: ეკონომიკური განვითარება, საქართველოს ფინანსური სისტემადა ფასიანი ქაღალდების ბაზარი; დსთ-ს და კავკასიის მაკროეკონომიკური ტრენდები;დსთ-ს და კავკასიის ევროობლიგაციების ბაზარი; სპეციალური სესიები ფიქსირებულშემოსავლიან ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებით რუსეთში, უკრაინაში, ბელარუსიაში,სომხეთში, აზერბაიჯანში, ყაზახეთსა და უზბეკეთში.დსთ-ს, ბალტიისა და კავკასიის ქვეყნების ფასიანი ქაღალდების კონგრესი ყოველ წელსსხვადასხვა ქალაქში ტარდება, რაც მონაწილეებს საშუალებას აძლევს, მასპინძელიქვეყნის ეკონომიკური თუ კულტურული მახასიათებლების შესახებ მეტი ინფორმაციამიიღონ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100