ტრაგედია რუსთავში - ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო

ტრაგედია რუსთავში - ტბაში 11 წლის ბიჭი დაიხრჩო. მოზარდი პარკში ძმასთან და მეგობრებთან ერთად იმყოფებოდა.

თვითმხილველების თქმით, ამინდის გაუარესების შემდეგ მაშველებმა მათ ტბიდან ამოსვლა მოსთხოვეს, თუმცა მოზარდმა ბანაობა მაინც განაგრძო და წყლის სიღრმეში ჩაყვინთა. ცხედარი ექსპერტიზაზე იყო გადასვენებული. გამოძიება თვითმკვლელობამდე მიყვანის მუხლით არის დაწყებული.


კომენტარი