სტიქია გურჯაანში - ძლიერმა ქარმა და სეტყვამ თელავთან დამაკავშირებელი გზა და საცხოვრებელი სახლები დააზიანა

სტიქია კახეთში - ძლიერმა სეტყვამ და წვიმამ გურჯაანის მუნიციპალიტეტის სოფლები დააზარალა. ქარმა ვაჩნაძიანსა და ვაზისუბანში რამდენიმე საცხოვრებელ სახლს სახურავები ახადა.

ნაწილობრივ დაზიანდა შაშიანის სკოლისა და საბანკეტო დარბაზის სახურავებიც. ვაზისუბანში ქარიშხალმა ხე მოგლიჯა, რის გამოც თელავი-გურჯაანის მაგისტრალზე ავტომობილებით გადაადგილება დროებით შეფერხდა.

გურჯაანის მერის მოადგილის ინფორმაციით, შესაბამისი კომისია ზარალის აღწერას ახორციელებს, რის შემდეგაც ქარიშხლისგან დაზიანებულ ობიექტებზე აღდგენითი სამუშაოები დაიწყება.

კომენტარი