"რუსული ტელეარხები ავრცელებენ ინფორმაციას, რომ საქართველოში რუს ტურისტებს ცემისა და მოკვლის საფრთხე ემუქრებათ"

ფისბუკ ჯგუფის "თავისუფლების გამავრცელებელი საზოგადოების" ერთ-ერთი წევრი ჯგუფში დებს ფოტოს, რომელშიც მისი მეგობრის მიერ რუსეთიდან გამოგზავნილი შეტყობინება არის დასქრინული. მამაკაცი მეზობელ ქვეყანაში არსებული მდგომარეობისა და გავრცელებული ცრუ ინფორმაციის შესახებ ყვება ამბავს:

"მარიამ, სალამი. რა ხდება თქვენთან? ჩვენი ფედერალური ტელეარხები პუტინის პროპაგანდას ეწევიან და აცხადებენ, რომ რუს ტურისტებს საქართველოში ცემისა და მოკვლის საფრთხე ემუქრებათ. ნუთუ ყველაფერი ასე სერიოზულად არის? ვინ ვისკენაა და რისთვის იბრძვით სინამდვილეში?..

ძალიან მაგარია, რომ ქუჩაში გამოხვედით. ჩვენ ციხეში თვეობით ჩაგვაყუდებდნენ, არასანქცირებული მიტინგის მოწყობის გამო. წარმატებებს გისურვებთ" - წერია შეტყობინებაში.

რუსული მედიის მხრიდან დეზინფორმაციის გავრცელება გასაკვირი არავისთვისაა - ეს პუტინის პოლიტიკის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია. საქმე იმაშია, რომ მოსახლეობის დიდ ნაწილს სჯერა ამ ყველაფრის და საქართველოსა და ქართველი ხალხის მიმართ ნეგატიური განწყობა უყალიბდება. ეს ყოველივე კი ანტი დემოკრატიული სახელმწიფოს მთავარი ინდიკატორია.

#რუსეთიოკუპანტია!!!


კომენტარი