თურქეთში ავტოსაგზაო შემთხვევას საქართველოს ორი მოქალაქე ემსხვერპლა

დღეს გამთენიისას თურქეთში, ავტობანის ფაზარის მონაკვეთზე, ტრაბზონიდან 120 კილომეტრში ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის შედეგადაც საქართველოს ორი მოქალაქე დაიღუპა, ერთი კი მძიმე მდგომარეობაში, ორდუს კლინიკაშია მოთავსებული.

დაღუპული და დაშავებული ადამიანები ერთი ოჯახის წევრები არიან. გარდაცვლილია ერთი კაცი და ერთი ქალი.
ადგილზე იმყოფებიან ტრაბზონში საქართველოს გენერალური საკონსულოს წარმომადგენლები.

წყარო: Tv25.ge

კომენტარი