სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ნიკა მელიას მხარდასაჭერად სასამართლოსთან მისი ახლობლები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ

„ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ბრალდებული წევრის ნიკა მელიას მხარდასაჭერად თბილისის საქალაქო სასამართლოსთან მისი თანამებრძოლები, მეგობრები და ოპოზიციური პარტიების ლიდერები შეიკრიბნენ, მათ შორის გიგი უგულავა, გია ბარამიძე, თინა ბოკუჩავა და სხვები. სასამართლოში ჯერ არ გამოცხადებულა თავად ბრალდებული ნიკა მელია.

სასამართლო სხდომა, რომელმაც მელიას აღკვეთის ღონისძიების შეფარდებაზე უნდა იმსჯელოს, 14:00 საათზე იყო ჩანიშნული.

ნიკა მელიას ბრალი წარდგენილი აქვს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, რაც ჯგუფური ძალადობის ხელმძღვანელობას, ასევე მასში მონაწილეობას გულისხმობს, რასაც თან ახლავს ძალადობა, სამართალდამცავი ორგანოს წარმომადგენელზე თავდასხმა და მისთვის წინააღმდეგობის გაწევას.

ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, ნიკა მელიას 6-დან 9 წლამდე პატიმრობა ემუქრება.

გუშინ, პარლამენტმა პროკურატურას თანხმობა მისცა, დეპუტატ ნიკა მელიასთვის აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის გამოყენების მოთხოვნით, სასამართლოს მიმართოს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100