სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

„დღეს მოსამართლე გოგოხიას აქვს შანსი დაწეროს ისტორია" - ნიკა მელიას საქმეზე პროცესი დაიწყო

საქალაქო სასამართლოს ფოიე სავსეა. ოპოზიციის ლიდერები და მოქალაქეები სასამართლოში ნიკა მელიას საქმის განხილვის დასასწრებლად მივიდნენ. ხალხის სიმრავლის გამო შეიცვალა დარბაზიც. თავდაპირველად დაგეგმილი იყო, რომ პროცესი მეთოთხმეტე დარბაზში გაიმართებოდა, თუმცა მისი სიმცირის გამო, პროცესი მეორე დარბაზში ჩაინიშნა.

მელიას ადვოკატი გიორგი კონდახაშვილი მოუწოდებს მოსამართლეს რომ მიიღოს სამართლიანი გადაწყვეტილება და ნუ მოექცევა პოლიტიკური ზეგავლენის ქვეშ.

„დღეს მოსამართლე გოგოხიას აქვს შანსი დაწეროს ისტორია. განახორციელოს სამართლიანი მართლმსაჯულება და უარი თქვა ნიკა მელიას პატიმრობაზე. ეს არის ისტორიული შანსი და მე შევახსენებ ყველას, რომ ადამიანები თავიანთ ისტორიას ქმნიან თვითონ. მივმართავ სასამართლო კორპუსს, ეს არის შანსი რომ დღეს ყველაფრის მიღმა სასამართლო დადგეს, აჩვენოს პროკურატურასაც, აჩვენოს პოლიტიკოსებს ის რომ სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი, უნდა იყოს პრინციპული და ძალიან დიდი იმედი მაქვს რომ მოსამართლე შეისმენს ათი ათასობით ადამიანის ხმა. ეს არის პოლიტიკური პროცესი რომელიც სასამართლომ უნდა დააბრუნოს სამართლებრივ ჩარჩოში“ - განაცხადა ადვოკატმა გიორგი კონდახაშვილმა.

მოქალაქეების დიდმა ნაწილმა დარბაზში შევსლა ვერ მოახერხა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100