20 ივნისის სისხლიან ღამეს მომიტინგეების დარბევა სახელმწიფოს 190 ათასი ლარი დაუჯდა

20-21 ივნისს მომიტინგეების დარბევა სახელმწიფოს ასობით ათასი ლარი დაუჯდა - ამის შესახებ განცხადებას, თბილისის საკრებულოს ფრაქცია "ნაციონალური მოძრაობის" წევრი, ლევან ხაბეიშვილი აკეთებს. ოპოზიციის ერთ-ერთი ლიდერი აცხადებს, რომ დარბევის ღამეს რეგიონებიდან გადმოსროლილი დამატებითი ძალების კვებასა და სასტუმროებზე ბიუჯეტიდან 190 ათასი ლარი დაიხარჯა.

ხოლო 27 ივნისს, გიორგი გახარიას პრესკონფერენციის, პირდაპირი სატელევიზიო მომსახურების შესყიდვისთვის სამინისტრომ 14 000 ლარი გადაიხადა.

ოპოზიციაში, საბიუჯეტო სახსრების არამიზნობრივ ხარჯვასა და კონკრეტული პირების პასუხიმგებლობის საკითხზე საუბრობენ.

„ადამიანები რომლებიც ჩამოიყვანეს ჩვენს გასალახად, დასარბევად, თვალების დასათხრელად და თავების გასატეხად ჩვენ შემდეგ დავაპურეთ, საჭმელი ვუყიდეთ, ლანჩი ვუყიდეთ, წყალი ვუყიდეთ სასტუმროში გავუმასპინძლდით და ამის შემდეგ გახარიას რომ პირდაპირ ეთერში ეს ყველაფერი უტიფრად მოეყოლა, რომ თურმე კი არის სისხლიანი ჟანდარმი მაგრამ გადადგომას არ აპირებს, ამაში დამატებით კიდევ 14 ათასი ლარი გადავიხადეთ“ - განაცხადა ლევან ხაბეიშვილმა.

კომენტარი