სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

7 წლიანი უთანასწორო ბრძოლა ქვეყნის მთავარ არხთან - "რუსთავი2" ბიძინა ივანიშვილმა მიზანში 2012 წელს ამოიღო

„რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად, ივანიშვილის გუნდმა ფორსირებული შეტევა ამ საქმის მთავარი მოწმის, ეროსი კიწმარიშვილის ბურუსით მოცული სიკვდილის შემდეგ დაიწყო. ის, რომ „რუსთავი 2“ მისი სამიზნე გახდებოდა, ივანიშვილმა ჯერ კიდევ ხელისუფლებაში მოსვლამდე დააანონსა.

სპეცოპერაციას ხელისუფლებისაგან დამოუკიდებელი, ქვეყნის ყველაზე დიდი ტელევიზიის სარედაქციო პოლიტიკის შესაცვლელად ორი მთავარი მოქმედი ფიგურა ჰყავს, დამკვეთი ბიძინა ივანიშვილი და შემსრულებელი ქიბარ ხალვაში.

სწორედ ხალვაშის ხელით, 2015 წლის 5 აგვისტოს „რუსთავი 2“ -ის წინააღმდეგ სასამართლოში სარჩელი შევიდა და ტელევიზიის ისტორიაში ერთ-ერთი ყველზე მძიმე პერიოდი დაიწყო.

თბილისის საქალაქო სასამართლო მოიქცა ზუსტად ისე, როგორც ივანიშვილის გუნდს სურდა. მოსამართლე თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის მთელი ქონება დააყადაღა, შემდეგ კი მის მფლობელებს ტელევიზიაში ინვესტიციების მოზიდვის გზა ჩაუკეტა. სასამართლოს ამ გადაწყვეტილებებით „რუსთავი 2“ უმძიმეს ფინანსურ მდგომარეობაში აღმოჩნდა.

ფინანსური ბლოკადაში მოქცეულ „რუსთავი 2“-ს მაუწყებლობა არ შეუჩერებია. უკვე 4 წელია ტელევიზია სრული დატვირთვით მუშაობს და ისევ რეიტინგების ლიდერია.

თავად თამაზ ურთმელიძის დედის წინააღმდეგ მთავარი პროკურატურას სისხლის სამართლის საქმე ჰქონდა აღძრული, რადგან მდინარა გიორგობიანმა საკუთარ სიძეს ნაჯახი ჩაარტყა და მისი მკვლელობა ჰქონდა განზრახული.

ყველა საერთაშორისო ორგანიზაცია წერდა, რომ საქმის განხილვა სასამართლოში ყველა წესის დარღვევით და კანონის სრული იგნორირებით ხდებოდა. არასამართლიანი სასამართლოს გამო აკრიტიკებდნენ და ხელისუფლებას „რუსთავი 2“- ზე შეტევის შეწყვეტას სთხოვდნენ ამერიკის შეერთებული შტატები და ევროკავშირის ქვეყნები.

2015 წლის 3 ნოემბერს თამაზ ურთმელიძემ, „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა. ამ გადაწყვეტილებიდან ორ დღეში, 5 ნოემბერს, ღამით ტელევიზიის იურისტებმა შემთხვევით აღმოაჩინეს, რომ თამაზ ურთმელიძემ „რუსთავი 2“-ის დირექტორს ნიკა გვარამიას უფლებამოსილება შეუჩერა და ტელევიზიაში დროებით მმართველად ტელეიმედის დირექტორის მოადგილე, რევაზ საყევარიშვილი და „რუსთავი 2“-ის ყოფილი მფლობელი, დავით დვალი დანიშნა.

ამ ბრიფინგიდან რამდენიმე წუთში ხალხმა ისევ „რუსთავი 2“-თან შეკრება დაიწყო.

ჩიხში შესული სიტუაცია საკონსტიტუციო სასამართლომ განმუხტა. 2016 წლის 13 ნოემბერს, პირველმა კოლეგიამ იმ ნორმის მოქმედება შეაჩერა, რომლითაც მოსამართლე თამაზ ურთმელიძე „რუსთავი 2“-ის სარედაქციო პოლიტიკაში ჩაერია და არხის მენეჯმენტის შეცვალა სცადა.

დამოუკიდებელი მედიის შესანარჩუნებლად დიდი ომის კიდევ ერთი ბრძოლა სააპელაციო სასამართლო იყო, სადაც ყველაფერი თითქმის ისევე მოხდა როგორც საქალაქო სასამართლოში. „რუსთავის 2“- ის საქმის განხილვას ნათია გუჯაბიძის, ნატა ნაზღაიძის და შორენა ყავლაშვილის მოსამართლეთა კოლეგია 21 აპრილიდან შეუდგა თავიდანვე გაჩნდა ეჭვი, რომ მოსამართლეები აქაც ხელისუფლების ზეწოლის ქვეშ იყვნენ.

ნათია გუჯაბიძემ, ნატა ნაზღაიძემ და შორენა ყავლავშვილმა სასამართლო პროცესზე, სადაც საქართველოში დამოუკიდებელი მედიის ბედი წყდებოდა, ტელევიზია წარმომადგენლის გარეშე დატოვეს. დარბაზიდან გააძევეს, ყველა ვინც სასამართლოს ობიექტური გადაწყვეტილების მიღებას სთხოვდა. სააპელაციო სასამართლომ „რუსთავი 2“ ქიბარ ხალვაშს მიაკუთვნა.

„რუსთავი 2“-ის ხელში ჩასაგდებად, ხელისუფლებისთვის მთავარ დაბრკოლებად საკონსტიტუციო სასამართლო რჩებოდა, სადაც ივანიშვილის გუნდის გავლენები მყარი არ იყო. 13 ივნისის ღამეს, პარლამენტმა უკვე საკონსტიტუციო სასამართლოზე შეტევა მიიტანა.

საკონსტიტუციო სასამართლო ჩიხში შევიდა და „რუსთავი 2“-ის საქმეზე გადაწყვეტილების მიღება, გაჭიანურდა.

რატომ ჭიანურდება „რუსთავი 2“-ის საქმის განხილვა საკონსტიტუციო სასამართლოში. აქაც აღმოჩნდა რომ დედის როლი სასამართლოში სისტემაში კიდევ ერთხელ წინ პლანზე წამოვიდა, რადგან "რუსთავი 2"-ის საქმის განმხილველი მოსამართლე ლალი ფაფიაშვილის დედის წინააღმდეგ ხელისუფლებას კომპრომატები ჰქონდა.

„რუსთავი 2“-ის ეკრანი ჩაბნელდა. საპროტესტო მაუწყებლობა ერთადერთი საშუალება იყო, რათა უზენაესი სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე არხს საკუთარი პროტესტი გამოეხატა. თუმცა, ბიძინა ივანიშვილისა და ხელისუფლების მიერ მართულ სასამართლოზე გავლენა ვერც ამან მოახდინა. საბოლოო სიტყვა უზენაესი სასმართლოს კოლეგიამ თქვა. მოსამართლეებმა გადაწყვეტილება ზეპირი მოსმენის და ყოველგვარი განხილვის გარეშე მიიღეს.

რომ არა ერთი მოსამართლე, 2 მარტის საღამოს „რუსთავი 2“-სთვის ბრძოლა უკვე დასრულებული უნდა ყოფილიყო. 64 წლის მალტელმა მოსამართლემ, ვინსენთგაეტანომ, რომელიც ევროსასამართლოში 2010 წლიდან მუშაობს, 3 მარტის საღამოს, შეაჩერა საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება „რუსთავი 2“-ის მფლობელების შეცვლაზე. მალტელმა მოსამართლემ საქართველოში სიტყვის ხელყოფის ისეთ საფრთხე დაინახა.

უკვე 25 წელია, „რუსთავი 2“-ში, 850-მდე ადამიანი მუშაობს იმისთვის, რომ ხალხის ხმა მთელმა საქართველომ გაიგოს. „რუსთავი 2“-ის კარი ყოველთვის ღია იყო მათთვის, ვინც სამართალს ეძებდა. მათთვის, ვინც თვლიდა, რომ ჩაგრავდნენ. „რუსთავი 2“ ყოველთვის იქ იყო, სადაც კანონი ირღვეოდა, ყოველთვის იქ იყო რომ დამრღვევი ემხილებინა.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100