სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

სანქტ პეტერბურგში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლეს

რუსეთში, ქალაქ სანქტ პეტერბურგში ლგბტ აქტივისტი ელენა გრიგორიევა მოკლული იპოვეს. როგორც ადგილობრივი გამოცემა „ფონტანკა“ წერს, გრიგორიევას ბოლო დროს ხშირად ემუქრებოდნენ მოკვლით. მუქარების გამო ქალს და მის ადვოკატს სამართალდამცველებისთვის არაერთხელ მიუმართავთ.

ელენა გრიგორიევა ანტისამთავრობო მიტინგების აქტიური მონაწილე იყო. ის ასევე მონაწილეობდა ლგბტ პირების, ყირიმელი თათრების მხარდამჭერ, ასევე ცხოველების უფლებადამცველების აქციებში.

ქალის დასახიჩრებული ცხედარი მისი სახლის მახლობლად, ბუჩქებში ადგილობრივმა მცხოვრებმა აღმოაჩინა. გარდაცვლილს დანით რამდენიმე ჭრილობა აქვს მიყენებული, ასევე ეტყობა გაგუდვის კვალი.

„ფონტანკას“ ინფორმაციით, პოლიციამ ცხელ კვალზე მკვლელობაში ეჭვმიტანილი, 40 წლის მამაკაცი დააკავა. თუმცა, მოგვიანებით საგამოძიებო კომიტეტში განაცხადეს, რომ გამოძიების ფარგლებში ეჭვმიტანილები ჯერჯერობით არ ჰყავთ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100