სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

კოპენჰაგენი ბათუმში - „სოკარის“ ავტოგასამართი სადგურების რებრენდინგი გრძელდება

ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატთან დაკავშირებით კომპანია „სოკარი“ კრეატიულ კამპანიას განაგრძობს. 25 ივლისს ბათუმში, თამარ მეფის გამზირზე კიდევ ერთი რებრენდირებული ავტოგასამართი სადგური გაიხსნა. როგორც სხვა ავტოგასამართი სადგურები, ახალიც ევროპის 2020 წლის ჩემპიონატის ერთ-ერთ მასპინძელ ქალაქში გამოგზაურებთ.


სადგურის ვიზუალური გაფორმება ქალაქ კოპენჰაგენისთვის დამახასიათებელ ელემენტებს შეიცავს. ჭრელი სახლები, გემები და ვიწრო არხები სადგურის დიზაინში დანიის ყველაზე პოპულარული ბრენდის, „ლეგოს“ ელემენტებითაა გამოკვეთილი. განახლებული ავტოგასამართი სადგურის გახსნას სპეციალურად მოწვეული სტუმრები და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ. ადგილზე გამოფენილი იყო უკვე რებრენდირებული სადგურებისა და დაგეგმილი პროექტების ამსახველი ფოტომასალა.

სტუმრებს ახლადგახსნილ ავტოგასამართ სადგურზე „სოკარ ჯორჯია პეტროლეუმის“ დირექტორმა, ლევან გიორგაძემ უმასპინძლა. ბათუმში, კოპენჰაგენის ავტოგასამართ სადგურზე ნებისმიერი სახის მაღალი ხარისხის საწვავის მიღების გარდა, ელექტრომობილების დატენვასაც შეძლებთ. სადგურზე 2 სწრაფი და 1 ჩვეულებრივი დამტენია დამონტაჟებული. კოპენჰაგენი „სოკარის“ მეხუთე რებრენდირებული სადგურია. დანარჩენი 4 განახლებული სადგური რომში, ამსტერდამში, ბუდაპეშტსა და გლაზგოში გამოგზაურებთ. ავტოგასამართი სადგურების გაფორმებაზე ცნობილმა დიზაინერებმა იმუშავეს. „სოკარის“ კრეატიული კამპანია ფეხბურთის ევროპის 2020 წლის ჩემპიონატს უკავშირდება. UEFA-ს ინიციატივით, ეს ჩემპიონატი გლობალურად აღინიშნება და ფეხბურთის ისტორიაში პირველად, მატჩები მსოფლიოს 12 სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარდება. გლობალურ ღონისძიებებში კომპანია „სოკარიც“ ჩაერთო.

კამპანიის ფარგლებში, მთლიანობაში 11 ავტოგასამართი სადგურის ახლებურად გაფორმებაა გათვალისწინებული ევროპის ჩემპიონატის მასპინძელი ქალაქების, რომის, ამსტერდამის, გლაზგოს, ბუდაპეშტის, კოპენჰაგენის, ბილბაოს, ბუქარესტის, მიუნხენის, დუბლინის, ბაქოსა და ლონდონის ძირითადი მახასიათებლებითა და ღირშესანიშნაობებით. ჩამონათვალში არ შედის მხოლოდ პეტერბურგი. კომპანია „სოკარი“ ითვალისწინებს ქვეყნებს შორის არსებულ ვითარებას და საქართველოში რუსეთის ქალაქის წარმოჩენისგან თავს იკავებს. 2020 წლის ფეხბურთის ევროპის ჩემპიონატისადმი მიძღვნილი კამპანია 2019 წლის დეკემბერში სრულდება. „სოკარის“ კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის პლატფორმის „პასუხისმგებლობის 5 სტანდარტი“ ერთ-ერთი მიმართულება ახალგაზრდების მხარდაჭერაა, რაც განათლების, ჯანსაღი ცხოვრების წესისა და სპორტის, მათ შორის, ფეხბურთის პოპულარიზაციის ხელშეწყობას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100