სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

დიდ დიღომში, სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი მამაკაცი დაშავდა

დიდ დიღომში, საცხოვრებელ სახლში დამონტაჟებული წყლის გამაცხელებლის აალების შედეგად ორი ახალგაზრდა მამაკაცი დაშავდა.

აღნიშნული წყლის გამაცხელებელი ერთ-ერთი კორპუსის საცხოვრებელი ბინის აბაზანაში იყო დამონტაჟებული.

დაშავებულ ახალგაზრდა მამაკაცებს შესაბამისი სამედიცინო დახმარება გაეწიათ. ადგილზე მობილიზებული იყო საპატრულო პოლიციის რამდენიმე ეკიპაჟი.

მეზობლების განცხადებით, კორპუსის მაცხოვრებლებს ეძინათ, როდესაც მსხვრევის ხმამ გააღვიძა. „დილით გავიგონე მსხვრევის ხმა, ისეთი, თითქოს დიდი შუშა რომ ჩამოტყდება. მერე გავიგონე სასწრაფო მოდიოდა. სხვა დეტალები არ ვიცი“ - განაცხადა მეზობელმა.

მომხდართან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე 240-ე მუხლით აღიძრა, რაც მშენებლობის ან ექსპლუატაციის დროს უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100