„თბილისი ენერჯი“ გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძელებს

კომპანია „თბილისი ენერჯი“ დედაქალაქის მასშტაბით მიწისზედა და მიწისქვეშა გაზსადენების რეაბილიტაციას აგრძელებს.
კომპანია, სხვა მსგავსი სამუშაოების პარალელურად, გლდანში, ხიზანიშვილის ქუჩაზე 1200 მეტრის სიგრძის საშუალო წნევის გაზსადენის რეაბილიტაციას ახორციელებს. აღნიშნული სამუშაოები უმნიშვნელოვანესია რაიონის უსაფრთხო და უწყვეტი გაზმომარაგებისთვის. კომპანია „თბილისი ენერჯის“ ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტი თბილისის გაზმომარაგების ქსელის რეაბილიტაცია და დედაქალაქის უსაფრთხო გაზმომარაგებაა.
„თბილისი ენერჯი“ - უსაფრთხო ენერგია თქვენი სახლისთვის.


კომენტარი