სოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ საყავრესთან ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებს ძლიერი ქარი ართულებს.

უწყებაში აცხადებენ, რომ ცეცხლის ღია კერა არ აღინიშნება და დასახლებულ პუნქტზე ხანძრის გავრცელების საფრთხე არ არსებობს.

როგორც საქართველოს პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იუწყება, სოფელ საყავრესთან ტყის ხანძარის სალიკვიდაციო სამუშაოები ამ დროისათვის გრძელდება. პროცესში დილიდან სასაზღვრო პოლიციის სამმა ვერტმფრენია ჩართული.


საგანგებო სიტუაციების მართვის სააგენტოს ინფორმაციით, ადგილზე თბილისის, შიდა ქართლის, იმერეთის, სამცხე-ჯავახეთის, ქვემო ქართლის და მცხეთა-მთიანეთის სახანძრო-სამაშველო ჯგუფები მუშაობენ. მობილიზებულია დაახლოებით 250 მეხანძრე-მაშველი და სპეციალური ტექნიკა.

კომენტარი