სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

მამუკა ხაზარაძე - პირდაპირ გეუბნებით, ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ, თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე

პირდაპირ გეუბნებით, ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ, თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე, – ამის შესახებ „თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

როგორც მამუკა ხაზარაძემ აღნიშნა, მისი თანაგუნდებელი დღე და ღამე მუშაობენ, რათა ანაკლიის პროექტი მივიდეს გამარჯვებამდე.

„პირველი გამარჯვება არის, რომ დავამთავროთ მოლაპარაკება იმ კორპორაციებთან, რომლებთანაც რამდენადაც ახლოს მივედით ხელის მოწერაზე, იმდენჯერ პროკურატურა შემოგვიქსიეს და შემოგვისიეს მთელი მსოფლიოს გასაგონად, თითქოს მე და ბადრი ფულის გამთეთრებლები ვართ. არ გამოგივათ. ეს ქმედება მიმართულია იმისაკენ, რომ ვერ გადავიხადოთ ხელფასები, ვერ დავაფინანსოთ და ვერ მოვემსახუროთ ის კრედიტები, რომლებიც ჩვენი რისკის ქვეშ ავიღეთ, ჩვენი აქციების დაგირავების ქვეშ ავიღეთ, რომ ანაკლიის პროექტი მიგვეყვანა გამარჯვებამდე, პირდაპირ გეუბნებით, არც ეს გამოგივათ, რადგან ანაკლიას აუცილებლად ავაშენებთ, თქვენთან ერთად ან თქვენს გარეშე“, – განაცხადა მამუკა ხაზარაძემ.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100