სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

ჰოლივუდის ქართველი ვარსკვლავი თემო მელიქიძე სს "ქართული ლუდის კომპანიის" საწარმოს სტუმრობდა.

თემო მელიქიძე ლუდსახარშ "ზედაზენში" ლუდის წარმოების პროცესს გაეცნო და ადგილზე დააგემოვნა "ქართული ლუდის კომპანიის" მიერ წარმოებული პროდუქცია. მსახიობმა Instagram-ის პირად, ოფიციალურ გვერდზე, ლუდსახარშში სტუმრობის ვიდეოები მრავლად ატვირთა და წარმოების პროცესის მიმართ არც მოწონებისა და აღფთოვანების ეპითეტები დაიშურა.

"მე არასდროს ვსვამ, მაგრამ როცა ვსვამ, ვსვამ ნამდვილს“ - დაწერა თემო მელიქიძემ Instagram-ში.

თემო მელიქიძე 2 წლის წინ ლოს ანჟელესში პირადი ვიზიტისას გავიცანი, სადაც პოლიციელთა შორის მსოფლიო ოლიმპიადა ტარდებოდა და რომ გაიგო ოლიმპიადაში ქართველი პოლიციელები მონაწილეობდნენ ჩვენთან მოვიდა. ოლიმპიადის გახსნის დღიდან გვერდიდან არ მოგვშორებია და სულ ცდილობდა ჩვენს დახმარებას, გამხნევებას. როდესაც გავიგე, რომ თემო მელიქიძე საქართველოში იყო, დავურეკე, მოვიკითხე და ზედაზენშიქართული ლუდის კომპანიის საწარმოში დავპატიჟე.

მინდოდა თემოს ენახა, მის სამშობლოში როგორი წარმოებაა, რა პირობებში მზადდება ქართული პროდუქცია და რომ ხარისხით ის არც ევროპაში და არც ამერიკაში წარმოებულ ლუდებს არ ჩამოუვარდება. მინდოდა ამერიკაში დაბრუნებულს ეამაყა, რომ საქართველოში ხარისხს დიდ პატივს სცემენ და რომ ამ მიმართულებით ქვეყანაში ბევრი რამ გაკეთდა. თანამედროვე და უახლოესი სტანდარტების დანერგვაქართული ლუდის კომპანიისერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი პრიორიტეტია და ამ მიმართულებით კომპანიის მენეჯმენტმა ბევრი რამ გააკეთა და სამომავლოდაც ბევრი რამ აქვს გასაკეთებელი. ჩვენთვის სასიხარულოა საწარმოში გამორჩეული ადამიანების სტუმრობა, მით უმეტეს თუ ისინი საზღვარგარეთ საქართველოს ერთგვარი ელჩები არიან და ქვეყნის პოპულარიზაციასა ეწევიან“, აცხადებს სსქართული ლუდის კომპანიისსაზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე.

სს "ქართული ლუდის კომპანიის" საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი ხათუნა მიქაცაძე რამდენიმე წლის უკან აშშ-ში, ლოს ანჟელესში გავიცანი. საქართველოში ყოფნისას მან საწარმოში დამპატიჟა და მოწვევა მივიღე. ნანახმა მოლოდინს გადააჭარბა. საწარმო თანამედროვე სტანდარტებითაა აღჭურვილი და წარმოდგენაც არ მქონდა თუ საქართველოში მსგავსი მაღალი დონის წარმოებები არსებობდა. ამიერიდან თამამად შემიძლია ვიამაყო, რომ საქართველოში და კონკრეტულად "ქართული ლუდის კომპანიაში წარმოებული პროდუქცია ევროპულ სტანდარტებთან შესაბამისობაშია. მე პირადად ლუდის მოყვარული არ ვარ და სტუმრად ყოფნისას რამდენიმე ბრენდის ლუდი დავაგემოვნე. გემური თვისებებით ლუდი "ზედაზენი" ძალიან მომეწონა.

საქართველოში არ ვცხოვრობ და მიმდინარე სოციალურ თუ ეკონომიკურ პროცესებს თვალს ვერ ვადევნებ, თუმცა ლუდსახარშ "ზედაზენში" სტუმრობის შემდეგ მივხვდი, რომ ქართულმა ბიზნესმა მიაღწია იმას, რომ საქართველოში წარმოებული პროდუქცია მაღალი ხარისხისაა, რაც საბოლოო ჯამში, უცხოურ ბაზრებზე, მასზე მოთხოვნას კიდევ უფრო გაზრდის.

საქართველოში ყოფნისას თითქმის ყველა კუთხე მოვიარე და მივხვდი, რომ საქართველოში ბევრი ისეთი სანახაობაა, რომლის მსგავსი სხვაგან არ შეგხვდება. სწორედ ამიტომ გადავწყვიტე ჩავერთო პროექტში Spend Your Summer in Georgia და მოვუწოდო ჩემს უცხოელ მეგობრებს, რომ მომავალი ზაფხული დაგეგმონ ისე, რომ საქართველოს ეწვიონ და სწორედ ჩემს სამშობლოში დაისვენონ. სადაც ლამაზ ბუნებასთან ერთად უგემრიელესი კერძები და რაც მთავარია უგემრიელესი ლუდი "ზედაზენი" დახვდებათ”, აცხადებს მსახიობი თემო მელიქიძე.

ცნობისათვის, თემო მელიქიძის ოჯახი საქართველოდან ბელგიაში ქალაქ ბრუგეში საცხოვრებლად 21 წლის წინ გადავიდა. თავად თემო კი 2016 წელს ბრუგედან ლოს ანჯელესში ჩავიდა, სადაც ბედმა მალევე გაუღიმა და ერთ-ერთი საინტერესო ბლოკბასტერის მონაწილე გახდა.

თემო მელიქიძე ფილმშიპატრიოტის დღეაღსანიშნავია, რომ "პატრიოტის დღე" 2016 წელს შექმნილ ფილმების საუკეთესო ათეულში მოხვდა. ამის შემდეგ იყო ბევრი საინტერესო როლი.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100