სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

თემქაზე, ბინაში მისულ მაშველებს ქალი გარდაცვლილი დახვდათ - რა მოხდა ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონში?

მცირე ხანძარი და დაკვამლიანება იყო ზღვის უბნის მე-11 მიკრორაიონის 39-ე კორპუსში, რის შემდეგაც გამოიძახეს სახანძრო. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებით,მაშველებს ადგილზე გარდაცვლილი ქალი დახვდათ.

„ნიუპოსტს“ ადგილობრივმა მცხოვრებმა განუცხადა, რომ არსებობს ეჭვი, რომ ქალს სახლში თავს დაესხნენ, მოკლეს და მკვლელობის დაფარვის მიზნით ხანძარი გააჩინეს. ქალს თავის არეში ჭრილობა აღენინება. ამ დრომდე უცნობია, არის თუ არა სახლი გაძარცვული. ადგილზე სამართალდამცველები არიან მობილიზებულნი.

შსს-ს განცხადებით ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.


წყარო: ნიუპოსტი

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100