ლიტფესტ გუდაური 2019 - გუდაური წიგნის ფესტივალს მეოთხედ უმასპინძლებს

7 სექტემბერს გუდაური მეოთხედ უმასპინძლებს წიგნის ფესტივალსლიტფესტ გუდაური 2019“. ღონისძიება სასტუმრომარკო პოლო გუდაურისორგანიზებითა დამთის კურორტების განვითარების კომპანიისმხარდაჭერით ტარდება.

სასტუმრომარკო პოლო გუდაურისტერიტორიაზე დილის 11 საათიდან გამოფენილი იქნება 15 გამომცემლობის წიგნები და პოსტერები. ადგილზე მოსულ სტუმრებს საშუალება ექნებათ საბავშვო, მხატვრული, სასკოლო და სხვა ლიტერატურა დაათვალიერონ და შეღავათიან ფასში შეიძინონ. ამასთან, გაიმართება ვიქტორინაც და გამარჯვებულს გამომცემლების მიერ დაწესებული საჩუქრები გადაეცემათ.

წლევანდელი ღონისძიება განსხვავებული და აქტივობებით დატვირთული იქნება. ორგანიზატორები სტუმრებს სასიამოვნო გარემოს, დასვენებას, გართობას და კარგ მუსიკასაც სთავაზობენ. ნებისმიერ მსურველს შეეძლება საინტერესო სპიკერების ლექციებზე დასწრება. ლევან ბერძენიშვილი ლიტერატურის მოყვარულებს თანამედროვე ლიტერატურის ტენდენციებზე ესაუბრება. მწერალი ანა კორძაია-სამადაშვილი მსმენელებს ჯგუფ 47-სა და ინგებორგ ბახმანზე მოუყვება. ბიზნეს ლიტერატურის მოყვარულთათვის კი მასტერკლასს სოსო გალუმაშვილი ჩაატარებს.

კიდევ ერთი სიახლე, „ლიტფესტ გუდაური 2019“-ში გადაცემაწიგნების თაროსმონაწილეობაა. გადაცემის გუნდი ფესტივალზე მოსულ სტუმრებს საკუთარი ცოდნის წარმოჩენის საშუალებას მისცემს. ყველას შეეძლება, ჩაერთოსწიგნების თაროსთამაშში და საინტერესო პრიზებიც მოიგოს.

სუფთა ჰაერზე განტვირთვისა და დასვენების პარალელურად, ფესტივალის ორგანიზატორები სტუმრებს დღის ბოლოს კარგ მუსიკასაც სთავაზობენ, „ლიტფესტ გუდაურზე“ DJ Hatsvali დაუკრავს.

ღონისძიებაზე დასწრება ნებისმიერი მსურველისათვის თავისუფალია. ფესტივალის ორგანიზატორები, სურვილის შემთხვევაში, სტუმრების ტრანსპორტირებასაც უზრუნველყოფენ.

08:00 საათზე, კოსტავას 70 ნომერში, სპეციალურად გამოყოფილი ტრანსპორტი მონაწილეებისა და სტუმრების გუდაურამდე გადაადგილებას, ხოლო 19:00 საათზე თბილისში დაბრუნებას უზრუნველყოფს.

კომენტარი