სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"გადამხობილი იყო შვილებზე,ასეთი საშინელი მდგომარეობა დახვდათ შესულებს" - ზესტაფონში გარდაცვლილი დედა და შვილები ნაქირავებ ბინაში ცხოვრობდნენ

ზესტაფონში, ბიბილაშვილის ქუჩაზე, საცხოვრებელ კორპუსში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად გარდაცვლილი დედა-შვილები სოფელ ილემიდან იყვნენ.

ისინი ზესტაფონში ოთხსართულიანი კორპუსის მეორე სართულზე საცხოვრებლად ორი კვირის წინ გადავიდნენ. მეზობლების თქმით, დედა, ორ მცირეწლოვან შვილთან ერთად ერთოთახიან ბინაში ქირით ცხოვრობდა.

"სავარაუდოდ, ბაღისთვის ემზადებოდნენ. ორი დღე რომ არ გამოჩენილან, გოგონას ბიძაშვილები მოვიდნენ. კარი რომ არავინ გაუღო, ფანჯრიდან შესულან და ასეთი საშინელი მდგომარეობა დახვდათ. გადამხობილი იყო შვილებზე. წყლის გამათბობელი ჰქონდათ სახლში. გაუმართავი იყო თუ არა, არ ვიცით. შეიძლება წუხელ დარჩა მოშვებული და დილით რომ ჩაირთო, მაშინ მოხდა ეს ამბავი ", - ამბობს ბიბილაშვილის ქუჩაზე მცხოვრები ნათია გუმერუკი.

მეზობლები ამბობენ, რომ მეპატრონე ბინას პერიოდულად აქირავებდა, თუმცა, მსგავსი შემთხვევა არასოდეს ყოფილა.

გარდაცვლილები ამ დროისთვის ექსპერტიზაზე ჰყავთ გადაყვანილი.

ადგილზე მობილიზებულია საპატრულო პოლიცია და სოკარგაზის თანამშრომლები.

ზესტაფონში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად დედა და ორი მცირეწლოვანი წუხელ გარდაიცვალა. მათგან ერთი ორი წლის, ხოლო მეორე ოთხი წლის იყო.

მომხდარზე გამოძიება სსკ-ის 240-ე​ პრიმა მუხლით მიმდინარეობს, რაც ელექტრო ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რასაც მოჰყვა ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა.


წყარო: kutaisipost.ge

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100