სარეკლამო ადგილი - 1
720 x 85

"400 ლარი ჰქონდა ვალი ნათლიის...4 ტყვია დაახალა" - ორხევში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დრონი.ჯი-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი

"400 ლარი ჰქონდა ვალი ნათლიის, შელაპარაკებებიც ხშირად ჰქონდათ ამაზე" - ორხევში მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით დრონი.ჯი-სთვის ახალი დეტალები გახდა ცნობილი.


ორხევის მკვიდრი ჩვენთან საუბარში აცხადებს, რომ 4 ტყვია დაახალა 1937 წლეს დაბადებულმა ლ.ლ-მ ნათლულს.
"400 ლარი ჰქონდა ვალი, არ აძლევდა, ამის გამო ხშირად ჰქონდათ კამათი, ეს ეღადავებოდა ამ ფულის მიცემაზე და ნათლია ბრაზდებოდა, მერე გავიგე, რომ 4 ტყვია უსვრია და მოუკლავს. გარდაცვლილი 42 წლის კახა გაბრიელაშვილია"

შეგახსენებთ, რომ დღეს დილით, ორხევში ნათლიამ ნათლული ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, 1937 და 1977 წლებში დაბადებულ მამაკაცებს შორის კონფლიქტი წარსულში არსებულ უთანხმოებას მოჰყვა.

ახალგაზრდას, რომელსაც მრავლობითი ჭრილობები აღენიშნებოდა ადგილზე გარდაიცვალა.

მკვლელობაში ბრალდებული დაკავებულია. ის ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, გამოძიება განზრახ მკვლელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო შეძენა-შენახვა-ტარების მუხლებით დაიწყო.

ჩადენილი დანაშაული 7-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

კომენტარი

სარეკლამო ადგილი - 101
100 x 100